23 ივნისი 2024,   06:08
ვრცლად
ქაშმირში ისლამისტმა მებრძოლებმა 4 ინდოელი ჯარისკაცი მოკლეს

ქაშმირში ისლამისტმა მებრძოლებმა 4 ინდოელი ჯარისკაცი მოკლეს. შეტაკება ინდოეთის მიერ კონტროლირებად სოფელთან მოხდა, სადაც გასულ კვირას ტერორისტებმა სამხედროების ავტობუსი ააფეთქეს.

თავდასხმას მაშინ 44 ინდოელი ჯარისკაცი ემსხვერპლა. ინდოეთის უშიროების სამსახურმა სპეცოპერაცია დაიწყო. ჯარისკაცებმა ალყაში მოაქციეს სოფელი, რომელსაც სამი ტერორისტი აფარებდა თავს. ორმხრივი სროლის დროს ინდოელი სამხედროების გარდა, ერთი ადგილობრივი დაიღუპა. ინდოეთი სამხედროების ავტობუსის აფეთქებაში პაკისტანში მოქმედ დაჯგუფებას ადანაშაულებს, ოფიციალური ისლამაბადი კი ტერაქტთან კავშირს უარყოფს.
 

დღის ამბები