17 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური შეხვედრა ფრანგ კოლეგასთან - სალომე ზურაბიშვილმა პარიზში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას შეხვდა. საფრანგეთის ახლგაზრდა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილი ელისეის სასახლეში უმასპინძლა.

ემანუელ მაკრონმა მისი დიპლომატიური კარიერა გაიხსენა და ის მომენტი, როდესაც საქართველოში მის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა გადაწყდა.

ერთობლივ განცხადებებამდე კი, ტრადიციის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პირველი პირების რეზიდენციაში საპატიო ყარაული დაახვედრეს. ემანუელ მაკრონი ქართველ კოლეგას სასახლის შესასვლელთან დახვდა.

ნახევარსაათიანი პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და საფრანგეთის პირველმა პირმა „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

ახალი შეთანხმება ოფიციალურ პარიზსა და თბილისს შორის ყველა სფეროში, მათ შორის, თავდაცვის, კიბერუსაფრთხოებისა და განათლების საკითხებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

დღესვე საფრანგეთის პირველმა პირმა 2008 წლის ომის და ნიკოლა სარკოზის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გაიხსენა და განცხადა, რომ ოფიციალური პარიზი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რუსეთს მოუწოდა, ცეცხლის შეწყვეტის ხელშკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ბრიჯიტ მაკროსანსც შეხვდა.

საფრანგეთის პირველ ლედისთან აუდიენციაზე ის შვილებთან - ქეთევან და თეიმურაზ გორჯესტანთან, ერთად მივიდა.

ვიზიტის ბოლო დღე სალომე ზურაბიშვილი იუნესკოშიც იმყოფებოდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქართული კულტურული ძეგლების დაცვა მოითხოვა და ინიციტივით გამოვიდა, რომ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანონ 

დღის ამბები