23 იანვარი 2025,   06:30
ვრცლად
უკრაინის ავტოკეფალია - უკრაინის ელჩი საქართველოს საპატრიარქოს დუმილს რუსეთის გავლენას უკავშირებს
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      უკრაინის ელჩი საქართველოს საპატრიარქოს დუმილს ავტოკეფალიასთან დაკავშირებით რუსეთის გავლენას უკავშირებს. თუმცა დიპლომატი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოში განსხვავებული პოზიციებიც არსებობს.

      უკრაინის ელჩმა განცხადება რონდელის ფონდში გააკეთა, სადაც უკრაინის და საქართველოს დეოკუპაციის გზებთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა.

      „უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი საქართველოს საპატრიარქოს გადასაწყვეტია, ვერ ვიტყვი, რომ არ აღიარებენ. რამდენადაც ვიცი, სინოდის სხდომის თარიღი არ არის დანიშნული. საქმე აღიარებაში კი არ არის, არამედ ახალ რეალობაშია. ახლა უკრაინელებს აქვთ საკუთარი ეკლესია. საქართველოსაც წლები დასჭირდა ავტოკეფალიის მისაღწევად, მაგრამ თქვენ ეს გააკეთეთ და ჩვენც გავაკეთებთ. სამწუხაროდ, რუსეთის გავლენები ყველგანაა, მათ შორის საქართველოში, სოციალურ ქსელებში. უკრაინაში იძულებულები გავხდით, აგვეკრძალა რუსული არხები, მაგრამ მაინც პოულობენ გზებს ყველგან შესაღწევად, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოშიც. ყველა საშუალებას იყენებენ, რომ მოსახლეობაზე საკუთარი გიჟური იდეებით გავლენა მოახდინონ,“ - განაცხადა იგორ დოლგოვმა.

      დღის ამბები