17 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
გუდამაყრელი ახალაგაზრდები ჰესების წინააღმდეგ-აქციის მონაწილეები არაგვის ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ

გუდამაყრელი ახალგაზრდები არაგვის ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს შეუქმნის როგორც ხეობას, ასევე ტურისტულ განვითარებას. აქციის მონაწილეებმა, მშენებლობაზე უარის თქმის მოთხოვნით მთავრობას წერილობით უკვე მიმართეს.

„ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ, რომ არაგვის ხეობაში არ აშენდეს ჰესები, იმიტომ რომ ყოველ გაზაფხულს შავი არაგვი დიდდება და ტბორავს იქაურობას. იქ კი მშენებლობა ყოვლად დაუშვებელია. ჩვენ ველოდებით გარემოს დაცვის სამინისტროს, რათა რაც შეიძლება მალე განხორციელდეს ამ საქმის განხილვა,“-განაცხადა გუდამაყრის საინიციატივო ჯგუფის წევრმა ხატია მაღლაფერიძემ.

დღის ამბები