23 იანვარი 2025,   00:50
ვრცლად
"გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები სამუშაო ძალის შემცირების კუთხით" - გიორგი კეპულაძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ქვეყანაში სამუშაო ძალის მდგომარეობა არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებმა, ილიას უნივერსიტეტის ფინანსური განათლების ცენტრთან ერთად, მიმოიხილა.

      გიორგი კეპულაძის განმარტებით, შემცირებული შობადობა, გაზრდილი მიგრაცია და დაბერების მაღალი მაჩვენებელია ის ფაქტორები, რომლებიც სამუშაო ძალას ამცირებს.

      ორგანიზაცია პრობლემის მოგვარების გზებად ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და განათლების სისტემის გაუმჯობესებას ასახელებს.

      „გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემები სამუშაო ძალის შემცირების კუთხით, რაც ძირითადად გამოწვეულია შობადობის მნიშვნელოვანი შემცირებით, არა მხოლოდ ბოლო წლებში, არამედ 10 წლის და 20 წლის წინათ, რადგან იმ დროს დაბადებული ადამიანები დღეს ხდებიან სამუშაო ძალა. ასევე, პრობლემა არის ერის ე.წ. დაბერება. დასაბალანსებელია მიგრაციის მაჩვენებელი, უნდა შეიქმნას ადგილზე სამუშაო ადგილები,“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.