17 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
"მე არ მქონია მასთან შეხება" - ეკა ბესელია ოთარ ფარცხალაძესთან ნაცნობობას უარყოფს

ეკა ბესელია თვლის, რომ ოთარ ფარცხალაძე თუკი დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს. საუბარია ე.წ. ომეგას საქმეზე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ოთარ ფარცხალაძეა.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ ამ საქმის პარალელურად ძალიან მალე ფეიქგვერდებიდან დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, თითქოს, მას რაიმე კავშირი ჰქონდა ოთარ ფარცხალაძესთან. ეკა ბესელია აცხადებს, რომ  მას არც კი იცნობს.

„მე ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობდი წინა ხელისუფლებაში. გავიცანი შორიდან, როდესაც ის დაინიშნა გენერალურ პროკურორად. ძალიან ცოტა ხანი იყო და გადადგა და ძალიან კარგია, რომ გადადგა. საზოგადოებრივი წნეხი იყო ძალიან დიდი და ის გადადგა. მე არ მქონია მასთან შეხება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები