26 აპრილი 2024,   05:21
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტს, დახვედრის ოფიციალური ცერემონია, ზაგულბას სასახლეში მოუწყვეს, რის შემდეგაც მხარეებმა ოფიციალურ მოლაპარაკებებზე გადაინაცვლეს.

ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებასა და განვითარებაში მდგომარეობს. პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება ასევე კულტურული ურთიერთობების თემაც.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.

დღის ამბები