17 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
TBC ბანკის საქმე და საფრთხის ქვეშ მყოფი ანაკლიის პორტის პროექტი - ანაკლიის კონსორციუმში განცხადებას აკეთებენ

TBC ბანკზე დაწყებული შეტევის გამო შესაძლოა, საუკუნის პროექტი შეჩერდეს - ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე ემუქრება. საქმე ეხება TBC-ის დამფუძნებლების წინააღმდეგ გაჟღერებული უმძიმეს ბრალდებას ფულის გათეთრების შესახებ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში ამბობენ, რომ ექვს ინვესტორთან, რომლებიც საკითხით აქტიურად არიან დაინტერესებული, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კონსორციუმის გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით, ბოლო დროს, TBC ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესების გამო არსებობს შეშფოთება, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ ინვესტორს, მოლაპარაკებების დატოვებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. 

კონსორციუმის წარმომადგენელთა განცხადებით, თუკი უახლოეს დღეებში ვითარება არ მოგვარდება, საფრთხე გაჩნდება, რომ ინვესტორები პროექტში მონაწილეობაზე უარს იტყვიან. 

„არის, ასე ვთქვათ, შეშფოთება იმ პროცესებთან მიმართებაში რაც ტრიალებს TBC ჯგუფის დამფუძნებლების, ბატონი მამუკას და ბატონ ბადროს გარშემო. ეს ზეგავლენას ახდენს რა თქმა უნდა ჩვენ პროექტზეც. იმიტომ, რომ, როგორც მთავარი სპონსორები ამ პროექტის, სანამ ეს სიტუაცია არ გაირკვევა ბოლომდე და არ დასრულდება, მანამდე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაჭირდება. რამდენიმე დღეებზეა და კვირაზეა ლაპარაკი, ამ დროში თუ არ დამთავრდა  ეს პროცესი, რა თქმა უნდა, მომენტუმი დაიკარგება ის ასევ ვთქვათ დრაივი, რომელიც აქამდე შენარჩუნებული გვქონდა და ეს პროცესები შეფერხდება უბრალოდ და გაიწელება. ამან შეიძლება უკვე ძალიან საზიანო შედეგი მოგვიტანოს,“ - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

დღის ამბები