სოფელ ჭოგნარის მოსახლეობა პროტესტს აგრძელებს - დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი გამაფრთხილებელი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად შაქარი დაყარეს იმ ადგილას, სადაც მთავრობას ნაგავსაყრელის აშენება აქვს დაგეგმილი. ამ ჟესტით მოსახლეობა ხელისუფლებას ახსენებს, რომ პრობლემის მოგვარება ტკბილად და მშვიდობიანად უნდა. ისინი მთავრობას ერთ კვირას აძლევენ, რათა ნაგავსაყრელისთვის სხვა ტერიტორია მოიძებნოს. ადგილობრივების თქმით, სამშენებლო მოედანზე ისინი მძიმე ტექნიკას არ შეუშვებენ.