ქუთაისში, ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 1984 წელს დაბადებულმა მოქალაქემ ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღა და ოპერატორს დანის მუქარით 130 ლარი წაართვა.
ამის შემდეგ კი ბრალდებულმა კიდევ ერთი ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღა, ამჯერად გრიშაშვილის ქუჩაზე. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.