"არა ძალადობას," - ამ შინაარსის პლაკატებით რომში, მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრაზე ქართველების ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას აპროტესტებდა.
ისევე როგორც ლიეჟში გამართულ შეხვედრაზე, ადგილზე იმყოფება შალვა რამიშვილიც და ხელისუფლების მიერ წინა შეხვედრაზე გაგზავნილი რამდენიმე პირი. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ შესულიყვნენ დარბაზში, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი, ქართველ ემიგრანტებს ხვდება, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი შენობაში არ შეუშვეს და მათ ტერიტორია დაატოვებინეს.
ამ წუთებში ისინი ქუჩის მოპირდაპირე მხარეს იმყოფებიან და აქციას განაგრძობენ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან ლიეჟში ხმაურის ფონზე ჩატარდა. ხელისუფლების მიერ გაგზავნილმა აგენტ-პროვოკატორებმა შეხვედრის ჩაშლა სცადეს. მიმდინარეობს გამოძიება.