19 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
"ვფიქრობ, ასე არ უნდა დახურდავდეს ეს თემა" - ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფის მიმართ პრეტენზიები აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფის მიმართ პრეტენზიები აქვს. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვა, სავარაუდოდ, მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების საბოლოო ვარიანტს განიხილავენ. ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ მას არ ჰქონდა საშუალება წინასწარ გაცნობოდა დოკუმენტს და მოემზადებინა საკუთარი შენიშვნები, რაც მიუღებელია.

„თუ კი პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა, რომ ჩართულობა იყო უზრუნველყოფილი  ბუნებრივია ეს არ უნდა იყო ფორმალური ხასიათის და არ უნდა ატარებდეს სპონტანურ ხასიათს. ვინაიდან მე მჭირდება წინასწარ ინფორმაცია იმ პროექტის შესახებ, რომელიც მომზადდა იმისთვის, რომ მქონდეს ჩემი შეფასებები. ეს არის ძალიან სერიოზული თემა. და მე ვფიქრობ, რომ აი ასე არ უნდა დახურდავდეს ეს თემა,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

არსებული რედაქციის მიხედვით, რომელზეც დღეს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფი მსჯელობს მოსამართლეთა წარდგენის უფლება კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ შემადგენლობას უნარჩუნდება. მთავარი კრიტერიუმები კი მოსამართლეთა კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერებაა.  

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები