19 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები - ზალიკო უდუმაშვილი TBC-ის საქმეზე 

მუქარის წერილ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ახორციელებს სახელმწიფოს მიტაცების ფართომასშტაბიან კამპანიას - ამის შესახებ განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ზალიკო უდუმაშვილმა გააკეთა.

მოძრაობა „ძალა ერთობაშია"-ს წევრებს, "თიბისი ბანკის" ერთ-ერთ დამფუძნებლისთვის გაგზავნილი სკანდალური წერილის რეალურობაში ეჭვი არ ეპარებათ. უდუმაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, საქმის გამოძიება არ მოხდება. 

„შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ, ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელისთვის გაგზავნილი მუქარის წერილ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ახორციელებს სახელმწიფოს მიტაცების ფართომასშტაბიან კამპანიას. პირველ რიგში, ჩვენ აბსოლუტურ ნდობას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს, თუმცა ამავე დროს ვაცხადებთ, რომ არანაირი იმედი არ მაქვს იმისა, რომ ამ ხელისუფლებისა და ამ პროკურატურის პირობებში მოხდება ამ საქმის გამოძიება. თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ყველას მოუწევს პასუხისგებაში მიცემა, ვისაც რაიმე კავშირი აქვს ამ ბინძურ საქმესთან. გამოქვეყნებული წერილი ადასტურებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები. ჩვენი ინფორმაციით, არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ თიბისი ჯგუფის საქმეში,“ - განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილის იმ იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც საუბარია მედიაზე. კონკრეტულად კი ტვ "პირველის" გაკონტროლებას ეხება. ზაალ უდუმაშვილის თქმით, ბიზნესის გარდა ივანიშვილის თავდასხმის ობიექტი თავისუფალი მედიაა.

„წერილის თანახმად, კიდევ ერთხელ იკვეთება, რომ ხელისუფლების სამიზნეა ტელეკომპანია  „ტვ პირველი და ივანიშვილს სურს, მთლიანად გააკონტროლოს სრულიად არაპოლიტიკური არხი, ეს არის არტარეა.“ - აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები