04 მაისი 2024,   19:29
ვრცლად
ყაჩაღობა გლდანში - არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მძევალი აიყვანეს და მიმალვა შეძლეს

ყაჩაღური თავდასხმა გლდანში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალზე - არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა მძევლის აყვანის შედეგად შეძლეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, სამმა ნიღბიანმა ტერიტორია ორმხრივი სროლისას მას შემდეგ დატოვა, რაც მათ გოგონა მანქანაში ჩაისვეს. 

„ამბობენ სამნი იყვნენო, არაფერი ვიცი. ისიც თქვეს, რომ ერთი თან წაიყვანეს და ერთი გაუშვესო,“ - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

თავდასხმა და ორმხრივი სროლა გლდანში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, სამივე თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. მათ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. 

ორმხრივი სროლისას დაზიანებულია ავტომობილები და მაღაზიები. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ კრიმინალისტები და კინოლოგები. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები