19 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
1 აპრილი, რომ იყოს გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება - პრემიერი ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილზე

BC ბანკის დამფუძნებლის განცხადება და საგამოძიებო უწყებისთვის წარდგენილი მუქარის შემცველი წერილი, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა გაუგზავნა, პრემიერისთვის ღიმილის მომგვრელია. 

ბახტაძე ამბობს, რომ საკითხზე კომენტარის გაკეთება პირველ აპრილს გაუადვილდება, რადგან შს მინისტრის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. პრემიერი ფიქრობს, რომ TBC ბანკის საქმე "პოლიტიკურად ორკესტრირებულია". ბახტაძის თქმით, მისი გუნდის ყველა წევრს აქვს მზაობა კითხვების არსებობის შემთხვევაში, მათ პასუხები გასცეს.  

პრემიერი გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის პერიოდზე საუბრობს და ამბობს, რომ გახარია წინა ხელისუფლების პერიოდში "გამწარებულ მეწარმეებს" ეხმარებოდა.

მამუკა ბახტაძე foto medium-ის სურათის შედეგი„დღეს არის 8 მარტი, რომ იყოს 1 აპრილი გულწრფელად, უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილის პასუხის, განმარტების გაკეთება და შეიძლება, არ ვიცი, ისიც მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა, მათ შორის ის, რომ „არტარეასთან“ ერთად რომელიმე მუსიკალური არხისგან ან „რაგბი TV”-სგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.

გიორგი ჩვენს გუნდში შემოვიდა, როგორც ბიზნეს ომბუდსმენი და მე პირადად მაქვს ჩემი თვალით ნანახი თუ როგორ ეხმარებოდა ის ყოველთვის მართლა გამწარებულ მეწარმეებს „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომ აღედგინათ მათ თავისი უფლებები და ამას აკეთებდა მართლა 24-საათიან რეჟიმში. ეს არის, როგორც ჩანს, პოლიტიკურად ორკესტრირებული, ეს სიტყვა მოდაში შემოვიდა, საქმე,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დღის ამბები