19 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
პრემიერმა არ იცის რა თქვას ფრესკოს მფლობელის ბრალდებაზე, რომელმაც ხელისუფლება ბიზნესის რეკეტში დაადანაშაულა

ფრესკოს“ დამფუძნებლის კომენტარი არ ვიცი, რა თქვა? - ასე უპასუხა პრემიერმა კითხვას, რომელიც "ფრესკოს" დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის მიერ გაჟღერებულ მძიმე ბრალდებებს ეხებოდა.

სოფრომაძემ ხელისუფლება ბიზნესის რეკეტში დაადანაშაულა. თქვა, რომ ფინანსთა სამინისტრო ზეწოლას ახდენს კონკრეტულად მის ბიზნესზე და ამის დამადასტურებელი ფაქტების წარდგენაც შეუძლია. 

ქვეყნის მთავრობის მეთაური კი ამბობს, რომ ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენის ვიდეო მიმართვა არ უნახავს, შესაბამისად ბრალდებებზე არაფერი იცის.

მამუკა ბახტაძე "ფრესკოს" დამფუძნებელს ურჩევს, თუ ადგილი აქვს რაიმე სახის კანონდარღვევას სამართალდამცავებს მიმართოს. 

Image result for მამუკა ბახტაძე„მე არ წამიკითხავს, არ მომისმენია. მე აუცილებლად მოვისმენ ამ განცხადებას. ახლა იარაღით მიდიან ბიზნესმენებთან ჩვენი ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. როდესაც ასეთ მძიმე ბრალდებას აყენებ ან უნდა დაადასტურო ან ცრუ დასმენისთვის პასუხი უნდა აგო,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ თუ კი "ფრესკოს" წარმომადგენლებს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვს აჩვენოს საზოგადოებას.

 

Image result for ფრესკოს დამფუძნებე;ლი

კომპანია "ფრესკოს"  დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ , მის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულ დევნაზე, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ისაუბრა. მორიგი ვრცელი განცხადება კი სოფრომაძემ გუშინ გააკეთა. მან ხელისუფლება ბიზნესის რეკეტში დაადანაშაულა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები