ბიზნესზე განხორციელებული ზეწოლა და ხელისუფლების მიზანმიმართული შეტევა - ბიძინა ივანიშვილის გუნდს კიდევ ერთი მსხვილი ბიზნესმენი დაუპირისპირდა. "ფრესკოს" დამფუძნებელი ფინანსთა სამინისტროს მიერ მისი ბიზნესის წინააღმდეგ დაწყებულ შტურმზე ალაპარაკდა.
ვასილ სოფრომაძე ამტკიცებს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები აბსურდულია. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელის წინააღმდეგ დაწყებული შეტევა კი უსაფუძვლო. "ფრესკოს" დამფუძნებელი ფინანსთა სამინისტროს მისი თანამშრომლების წინააღმდეგ არსებულ კომპრომატებს ახსენებს და საკუთარ მიმართვაში ბრალდებებს საგამოძიებო ორგანოებსაც უყენებს.
„ერთ წელიწადია უკვე ფეხზე დაკიდებული, ჰაერში ვყავარ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო სტრუქტურებს, რომლებმაც ყველა რეგლამენტის დარღვევით ვერ დადეს საგადასახადო დასკვნა, ვინაიდან იციან, რომ არ შეეფერება სინამდვილეს. მერე რა რომ მე პროკურატურაში შევიტანე ჩემი საჩივარი, მერე რა, რომ მე ფინანსთა მინისტრს წერილი მივწერე, მერე რა, რომ მე ამაზე ღიად ვლაპარაკობ, რამე შეიცვალა? რამე მოხდა? რას გვეუბნებით თქვენ ჩვენ, მე თქვენ მოგმართავთ პოლიტიკოსებო, საიდან მოხვედით და როგორ მოხვდით პარლამენტში არ იცით?
“რა გინდათ ჩვენგან? გვეუბნებით საკუთარი ტავი დაიცავითო. ველური დასავლეთია? ვინჩესტერი ავიღოთ ხელში? ვინც არ უნდა აბაკუნოს ფეხი თქვენს წყნარ პოლიტიკურ კაბინეტებში, თქვენ გგონიათ მე თქვენი მეშინია? ყველა ზე დიდი პრობლემა იცით რა არის? თქვენ, უმეტესობა, ცხვრები, მგლების ტყავში გადაცმულები, რომ ჭკუას და ნოტაციას გვიკითხავთ.
ეს სწორია, რომ ჩემი კონკურენტი კომპანია კარფური დღემდე არ იხდის დღგ-ს გადასახადს მილიონობით არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს ჩემი ბრალია? თქვენ მართლა გინდათ, რომ კადრები როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები ჩემს მაღაზიებში, როგორ იპარავენ იარაღს ჩვენი დაცვის თანამშრომლებზე, ახალგაზრდა გოგოების წინაშე. თქვენ გზას არ გვიტოვებთ, მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს როგორც ქუჩის ქალს, ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ დამიჯერეთ,“-აცხადებს სოფრომაძე ვიდეო მიმართვაში.