ბიზნესმენების მხრიდან ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს და TBC ბანკის საქმეს, "პატრიოტთა ალიანსის" წევრი გიორგი ლომიას ეხმაურება.
ლომიას განცხადებით, ზეწოლის ფაქტები დღესაც არსებობს, თუმცა არა იმ სიხშირით, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.
რაც შეეხება TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას მუქარის წერილი შს მინისტრმა გაუგზავნა, ლომაია ამბობს, რომ მას წერილის ნამდვილობის არ სჯერა.
თუმცა მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ წერილის ავთენტურობა დამტკიცდა, არა მარტო გახარიას პასუხისმგებლობა დადგება, არამედ ეს ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი იქნება.
„ბევრი მსმენია სხვადასხვა ბიზნესმენისგან როგორ მოყვა ზეწოლის ქვეშ, ოღონდ ფორმაა შეცვლილი, მოდით პირდაპირ ვთქვათ. სააკაშვილის პერიოდში იმდენად განაგლებულები იყვნენ, რომ 5 საათზე დილით, რომ გააღვიძებდნენ ბიზნესმენს და წაიყვანდნენ ნოტარიუსთან - ეს ნორმალურად ითვლებოდა, ნოტარიუსი 5 საათზე დილით აფორმებდა ბიზნეს ვიღაცაზე და დღემდე არ ვიცით ვისზე. მე პირადად სიმართლე, რომ გითხრათ არ მჯერა, წერილი ცოტა ისეთი თემაა, შინაგან საქმეთა მინისტრი უგზავნის წერილს ანუ ტოვებს ფაქტს. ექსპერტმა თუ დაამტკიცა, რომ ეს წერილი როდესმე გახარიას ხელში ნამდვილად ყოფილა, მაშინ ის არა მხოლოდ გახარიას პრობლემა იქნება, ეს უკვე მთლიანად ხელისუფლების პრობლემად დგება და სავარაუდოდ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი იქნება,“ - განაცხადა გიორგი ლომიამ.