„ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების მოსაძიებლად დაწყებულ "კასტინგს", პარლამენტი თავმჯდომარის მოადგილე საინტერესო ადამიანების პოვნის სურვილით ხსნის. თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებით რეგიონებში არიან ადამიანები, რომლებიც შესაძლოა პარტიისთვის საინტერესო აღმოჩდნენ.
„ხდება მოძიება იმ ადამიანების, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით სხვადასხვა სფეროში შეიძლება ჰქონდეთ საინტერესო გამოცდილება განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც არიან ბევრი კომპეტენტური საინტერესო ადამიანები. და ბუნებრივია, რომ პოლიტიკურ ძალას აქვს სურვილი, რომ ეს ადამიანები მოიზიდოს,“-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„ოცნებისთვის“ სახეებს სოზარ სუბარი ეძებს. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული ხელმძღვანელი ქართული ოცნების განახლების პროცესს ხელმძღვანელობს. თუმცა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ახალ კადრებს მხოლოდ სუბარი არ ეძებს. გია ვოლსკის თქმით, ახალი კანდიდატების ძებნა პარტიის სხვა წევრებსაც აქვთ დავალებული.