TBC ბანის შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან რეკეტზე სხვა მსხვილი ბიზნესის მფლობელებიც ალაპარაკდნენ.
სუპერმარკეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელის „ფრესკოს“ დამფუძნებელმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა. ვასილ სოფრომაძე ბიზნესზე უპრეცედენტო ზეწოლის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანაში სამართალის პოვნა შეუძლებელია.
პირველი საჯარო განცხადება ბიზნესზე ზეწოლის შესახებ, "ფრესკოს" დამფუძნებელმა გასული წლის ოქტომბერში გააკეთა. საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრესკონფერენცია გამართა და ფრესკოსთვის ფინანსთა სამინისტროს მიერ დარიცხული მილიონიანი ჯარიმა პოლიტიკურთან ერთად, კონკურენციის საკითხსაც დაუკავშირა. მაშინ ბიზნესმენი აცხადებდა, რომ მას "კარფურის" სახელით მოქმედი ხელისუფლება ებრძვის და ბაზრიდან განდევნით ემუქრებიან. დღეს სოფრომაძემ ბრალდება კიდევ ერთხელ გაიმეორა და თქვა, რომ ბინძური თამაშის წესებთან ერთად კარფური არც გადასახადებს იხდის, სახელმწიფო კი ამაზე თვალს ხუჭავს.
დღის ბოლოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შემდგარი საგადასახადო აქტის გასაჩივრება, რომელსაც სოფრომაძე არ ეთანხმება, "ფრესკოს" დავების განხილვის საბჭოში და შემდეგ ინსტანციებში შეუძლია. "ფრესკოს" ქსელში ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების ქურდობის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით კი, მოკვლევა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დაიწყო. უწყების ვრცელ განცხადებაში არაფერი ნათქვამი "კარფურზე", რომელიც ვასილ სოფრომაძის ინფორმაციით, დღგ-ს ბიუჯეტში არ იხდის.
ვასილ სოფრომაძის გარდა ქვეყანაში ბიზნესის თავისუფლების კუთხით უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს თამაზ ელიზბარაშვილიც. ბიზნესმენი ამერიკის მთვარობას მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვს. ამბობს რომ იმუნიტეტის მიღების, შემდეგ მზად არის ივანიშვილი მთავრობაზე ყველა კომპრომატი გამოაქვეყნოს.
"ქართულ ოცნებაში" ბიზნესმენის განცხადების არ სჯერათ და ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე არ სმენიათ.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ღია განცხადებები ბიზნესმენები მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებით ამით არ დასრულდება. პოლიტიკური პარტიებში ფიქრობენ, რომ მსხვილი ბიზნესის მიმართ ხელისუფლების ქმედებები სხვა ბიზნესმენებისთვის გაგზავნილი სიგნალია.