17 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
ქობულეთში საფლავები დაარბიეს და გაქურდეს

ქობულეთში საფლავები დაარბიეს და გაქურდეს. დამნაშავეებმა, ერთ-ერთ საფლავზე, თითქმის მთლიანად წაიღეს თუჯის ღობე და საფლავის ჭიშკარი. მათ სავარაუდოდ, ლითონის კონსტრუქციები ჯართში ჩააბარეს.

დამნაშავეებმა ლითონის კონსტრუქციები რამდენიმე საფლავს მოხსნეს. ქურდობას თვითმხილველი არ ჰყავს, რადგან დამნაშავეები სავარაუდოდ, ღამით მოქმედებდნენ.

ქობულეთში ქურდებმა სასაფლაოებზე ღობეების ბოლომდე მოხსნა ვერ შეძლეს და რამდენიმე საფლავს ჭიშკარი მოგლიჯეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქურდობის შემთხვევები ბოლო პერიოდში გახშირდა. მოსახლეობა პოლიციის რეაგირებას და დამნაშავეთა დასჯას სთხოვს.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე 

ამავე თემაზე
დღის ამბები