SpaceX-ის უახლესმა კოსმოსურმა ხომალდმა მისია წარმატებით დაასრულა. Crew Dragon-ის კაფსულამ 5 დღიანი მისიის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსური სადგური დღეს დილით დატოვა, ატმოსფეროში შემოვიდა და ცოტა ხნის წინ ატლანტის ოკეანეში დაეშვა.
უპილოტო კაფსულამ დედამიწაზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან 136 კილოგრამი ტვირთი და სამეცნიერო ექსპერიმენტების მონაცემები ჩამოიტანა.
წინასწარ იყო ცნობილი, რომ მისიის წარმატების შემთხვევაში, NASA SpaceX-ის რაკეტებით რუსულ სოიუზებს ჩაანაცვლებს.