19 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
თავდასხმა "ევროპული საქართველოს" წევრზე - ოპოზიციური პარტია დროულ გამოძიებას ითხოვს

ევროპული საქართველოს წევრზე მომხდარ თავდასხმას თანაპარტიელები გამოეხმაურნენ. პარტია მომხდარის დროულ და ობიექტური გამოძიებას ითხოვს. 

ირაკლი აბესაძე იპოდრომის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც დავით ნაფეტვარიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მან მომხდარის კომენტარისას ქვეყანაში კრიმინალის გაზრდასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაზე გაამახვილა ყურადღება.

"დიდი იმედი გვაქვს, რომ გამოძიება სწრაფად და ობიექტურად გაარკვევს გარემოებებს, რის გამო მოხდა აღნიშნული ძალადობრივი თავდასხმა. რა იყო ამის მიზეზი., მიზანი. მაგრამ ზოგადად ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენულ ვითარებასთან მიმართებაში ასეთი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რასაც სამინისტროს ხელმძღვანელობა იჩენს, დამღუპველია. ჩანს ისე, რომ უმოტივოდ ეს ადამიანი თავს დაესხა და ულაპარაკოდ თავში ჩაარტყა ქვა. დანარჩენი გამოძიების პრეროგატივაა,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ევროპული საქართველოს წევრს თავს რამდენიმე საათის წინ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, დაესხნენ. დავით ნაფეტვარიძეს თავს უცნობი მამაკაცი იმ დროს დაესხა, როცა ის მეუღლესთან ერთად ქუჩაში მიდიოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები