This is a modal window.
მექსიკაში სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა გუანა-ხუატოს რეგიონში ღამის კლუბში მოხდა. შეიარაღებული პირები კლუბში სამი ავტომობილით მივიდნენ, შენობაში შესვლის შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს. დაღუპულთა გარდა, სროლის შედეგად 7 ადამიანიც დაშავდა. რომელი დაჯგუფება დგას თავდასხმის უკან, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ეს რეგიონი მექსიკაში კრიმინალის მაღალი დონით ერთ-ერთი პირველია.
რეგიონში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფები ნარკოვაჭრობითა და საწვავის მოპარვით არიან ცნობილი. რამდენიმე დღის წინ მექსიკის პრეზიდენტმა ერთ-ერთი კარტელის ლიდერის დასაკავებლად მასშტაბური სპრეცოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.