19 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
სახეზეა სახელმწიფოს მხრიდან სისტემური დანაშაულის ნიშნები - "ევროპული საქართველო" TBC-ის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„ევროპული საქართველო“ „თიბისის“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ბიუროს სხდომაზე დააყენებს. ოპოზიციური პარტიის დეპუტატების თქმით, კომისიის ფარგლებში უნდა გაირკვეს დეტალები მუქარის წერილთან დაკავშირებით, რომელიც მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას შს მინისტრმა გაუგზავნა. 

„ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, ასევე უნდა გამოიკვლიონ თუ რა ბედი ელის ანაკლიის პროექტს. სერგო რატიანი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროებაზე საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სისტემური დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა.

„თიბისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეიქმნა საგამოძიებო კომისია. სახეზე არის სახელმწიფოს მხრიდან სისტემური დანაშაულის ნიშნები და არა ერთი, არა ერთი უწყება არის ჩართული ამაში და ეს არის ფაქტობრივად ორკესტრირებული შეტევა საფინანსო ინსტიტუტზე. ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ სურს დააფაროს ხელი არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ბიძინა ივანიშვილის ქმედებებს, შესაბამისად, ისინი შეეცდებიან, რომ ეს საკითხი არ გავიდეს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცირიძისთვის ბიზნესმენებთან შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია. 

რომან გოცირიძე-ის სურათის შედეგი„TBC-ს საქმემ მიიღო უკვე განსაკუთრებულად სკანდალური ხასიათი. არავითარი შუამავალი არ შეიძლება იყოს ბადრი ჯაფარიძე, რომელიც არის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი და არავითარი განსხვავება არ არის გახარია მამუკა ხაზარაძეს გადასცემდა წერილს და მამუკა მიუტანდა ბადრის თუ ბადრი აჩვენებდა წერილს მამუკა ხაზარაძეს. თავად მთავარი აქციონერი არის ამ შემთხვევაში პირდაპირ დაშანტაჟებული სადღაც ავტოგარაჟში თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, ეს არ უნდა იყოს რაღაც ძალიან ხანგრძლივი გარკვევისა და მოლოდინის საკითხი, ეს უკვე ცვლის აბსოლუტურად სურათს, ვინაიდან სხვანაირ ხასიათს ღებულობს უკვე სახელისუფლო ძალადობა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა კი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება. პარტიაში აცხადებენ, რომ ბანკის ირგვლივ დაგროვილ კითხვებზე პასუხი ჯერ პროკურატურამ უნდა გასცეს და ამის შემდეგ შესაძლოა, დადგეს დღის წესრიგში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი.

კახა კუჭავა-ის სურათის შედეგი„საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრი არის, როდესაც რაღაც შედეგი დამდგარია, კონკრეტული საკითხი გამოიძიონ და ბოლომდე დეტალებში შევიდნენ, მოიწვიონ ის მხარეები თუ პირები, ვინც ჩართული იყვნენ ამ ნაწილში, ვისაც რაღაც სათქმელი აქვს და ბოლომდე დაადგინონ სიმართლე. მე ვერ ვხედავ ჯერ იმ კონკრეტულ უკვე შედეგს, რომელსაც მივაღწიეთ, ანუ გამოძიება დასრულებული არაა, რომელზეც უნდა დაიწყოს შემდეგ უკვე საგამოძიებო კომისიამ მუშაობა თუ ამის საჭიროებას ჩათვლის პარლამენტი,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები