19 ნოემბერი 2024,   09:20
ვრცლად
მოსაწავლეთა სასახლეში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე აღნიშნეს

ქართული პარლამენტარიზმის ისტორია 100 წელს ითვლის. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მიღება გაიმართა იქ, სადაც 1918 წელს ჯერ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, ხოლო 1919 წლის 12 მარტს საქართველოს პირველი პარლამენტის, დამფუძნებელი კრების პირველი სხდომაც გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, პოლიტიკურ გაერთიანებებს აერთიანებთ ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, ეს არის საქართველოს მომავალი.

„პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, ისევე, როგორც ერთი საუკუნის წინ, დღესაც პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ საერთო და სანუკვარი მიზანი - საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიული განვითარება და დასავლურ სამყაროსთან სრულფასოვანი ინტეგრაცია. დღევანდელი პოლიტიკური განსხვავებები სრულიად უმნიშვნელოა ჩვენს საერთო მიზნებთან და საქართველოს მომავლის ინტერესებთან შედარებით,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები