19 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
პრეზიდენტი პარლამენტის 100 წლის იუბილისადმი მოწყობილ მიღებაზე არ მივიდა

პრეზიდენტი პარლამენტის 100 წლის იუბილისადმი მოწყობილ მიღებაზე არ მივიდა. სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლიდერი იყო, რომელიც დღეს პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის გვერდით არ იდგა. 

კურიერმა გადაამოწმა, რომ ზურაბიშვილის ამ დროს თბილისში იყო, თუმცა, მიღებაზე არ მივიდა.

რუსთველის თეატრში სალომე ზურაბიშვილის დასახვედრად ემზადებოდნენ და იქ იყო მისი პირადი ფოტოგრაფიც, თუმცა, პრეზიდენტი არ მივიდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, მედიასთან განაცხადა, რომ პრეზიდენტის დასწრება-არდასწრებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„პრეზიდენტს ჰყავს შესანიშნავი პრესსპიკერი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და შეგიძლიათ, მეტი ინფორმაცია მათგან მიიღოთ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ქართული ოცნებიდან დემარშით წასული ეკა ბესელია კი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი მიღებაზე მიწვეული იყო. 

„არ მინახავს ქალბატონი პრეზიდენტი. მოწვეული იყო. არ მგონია, პრეზიდენტი უმიზეზოდ არ მოსულიყო. ალბათ, ჰქონდა რაღაც მიზეზი. ველოდებოდით, მაგრამ, ალბათ, მიზეზი ჰქონდა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ევროპული საქართველოს წევრი, გიგი წერეთელი, მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის ღონისძიებებს პრეზიდენტი აუცილებლად უნდა ესწრებოდეს.

 

 

დღის ამბები