17 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
ოჯახური კონფლიქტი და ორმაგი სარჩელი - ცოლზე ძალდობისთვის ქმარი დააკავეს, ქალს კი შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

ოჯახური კონფლიქტის და ცოლ-ქმრის ურთიერთბრალდებების შედეგად დაზარალებული 5 ბავშვი. ცოლის მიერ ძალადობისთვის დაწერილი საჩივრის საფუძველზე ქმარი დააკავეს, მისი ბრალდებების გამო კი ქალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.

5 შვილის დედა ქმართან 23-წლიან თანაცხოვრების შემდეგ იძულებული გახდა პოლიციაში მისულიყო და მეუღლე ძალადობაში ემხილებინა. 46 წლის ქალბატონი ამტკიცებს, რომ წლებია ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. სამართალდამცველებისთვის მიცემული ჩვენება, ქმრის დაკავების საფუძველი გახდა.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის წინააღმდეგ ჩივის ქმარიც. მამაკაცი ამტკიცებს, რომ ქალი თავად არის მოძალადე. ის ამბობს, რომ ცოლი სცემდა ბავშვებს და დედამთილს არაადამიანურად ეპყრობა.

პოლიციასთან არასრულწლოვნებმა დედის მხრიდან ძალადობა არ დაადასტურეს, თუმცა ქალბატონს შემაკავებელი ორდერი დედამთილის მიმართ გამოუწერეს.

ქმრის მხრიდან ძალადობის შესახებ ქალბატონმა სახალხო დამცველს მიმართ. ომბუდსმენის წარმომადგენელს საკუთარ ოქმში აღწერილი აქვს ფიზიკური ძალადობის შედეგად მიყენებული დაზიანებები, რომელიც ქალს აღენიშნებოდა.

ცოლ-ქმრის 5 საერთო შვილიდან 2 ზრდასრული საზღვარგარეთ სწავლობს 3 არასრულწლოვანი კი ამჯერად ბებიასთან ცხოვრობს. მათ ინტერესებს „საფარის“ იურისტები იცავენ.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ქმრის დაკავების შემდეგ ნათესავთან ცხოვრობს და შვილები არ უნახავს. მას კანონით ბავშვების მონახულება არ ეკრძალება, თუმცა ეკრძალება დედამთილთან მიახლოვება, რომელთანაც ამჟამად ცხოვრობენ არასრულწლოვნები. 

დღის ამბები