23 იანვარი 2025,   01:22
ვრცლად
სამების ტაძარში 1990 წლების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      სამების საკათედრო ტაძარში ცოტა ხანში 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება. ტაძარში მინისტრთა კაბინეტის წევრებიც შეიკრიბნენ.

      ცხედრები ტაძარში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან გადმოასვენეს, სადაც მათ ექსპერტიზა ჩაუტარდათ.

      „ძალიან ბევრმა ადამიანმა, ოჯახმა მიიღო ერთგვარი შვება იმ გაუნელებელი ტკივილის ფონზე, რაც ახლობლის დაკარგვას უკავშირდება. რადგან იდენტიფიცირებული იქნა ამ პირების ნეშტები, გადმოსვენებული იქნა ამ შემთხვევაში 12 ნეშტი და პატივი უნდა მივაგოთ მათ და მივაბაროთ მიწას. მათ ოჯახებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, რომ იცოდნენ სად არის მათი ახლობლების საფლავები,“- განაცხადა  მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.

      დღის ამბები