ტაქსის მძღოლებმა მორიგი გამაფრთხილებელი აქცია-მანიფესტაცია მოაწყვეს. ავტოკოლონამ ხმოვანი სიგნალებით და პლაკატებით სააკაძის მოედანზე წრიულად იმოძრავა და შემდგომ მერიასთან გადაინაცვლა.
მათი მოთხოვნაა ორთაჭალის ავტოსადგომზე ძველი საპარკინგე ადგილების დაბრუნება. ტაქსის მძღოლებმა მორიგი მასშტაბური აქცია შაბათს 12:00 საათზე დაანონსეს. აქციას და ტაქსის მძღოლების მოთხოვნებს მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა უპასუხა. მამუკა მუმლაძე ამბობს, რომ ტაქსებისთვის ამ ტერიტორიაზე უფასო პარკინგები არის.