19 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
„ქართული ოცნება“ ახალ წევრებს CV-ების საშუალებით არჩევს

„ქართული ოცნება“ ახალ წევრებს CV-ების საშუალებით არჩევს. პარტიის ახალი სახეების შესარჩევი კონკურის გამოცხადებიდან ორი კვირის შემდეგ მმართველ გუნდში ჯერ არც ერთი ახალი წვერი არ მისულა. ლიდერები მომავალი კოლეგების  ჯერ იმ CV-ებს ეცნობიან, რომელიც „ქართული ოცნების“ ოფისში რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გადააგზავნეს. სწორედ მათ დაავალა სოზარ სუბარმა რეგიონებში პარტიის ახალი წევრების მოძებნა.

სუბარი ამბობს, რომ მომავალი თანაპარტიელების მონაცემები უკვე სხვა თანაგუნდელებს გადააბარა. მმართველ გუნდში ახალ წევრებთან გასაუბრების დრო დგება. მეორე ტურში კი „ქართული ოცნების“ მომავალი სახები მათი CV-ების მიხედვით მოხვდებიან.  

CV-ით შერჩეული ახალი ლიდერები პარტიაში ძველებისგან გათავისუფლებულ ადგილებს დაიკავებენ. შემცვლელების შერჩევის მეთოდი „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრებს კორპორაციის და შპს-ს მართვას აგონებთ.

მმართველ პარტიაში დარჩენილებს კი ახალი თანაგუნდელების შერჩევის კრიტერიუმებზე საუბარი არ სურთ. მათი თქმით, ეს შიდა პარტიული პროცედურაა.

"ქართული ოცნების" ახალი სახეების შესარჩევი კონკურსის დასრულების თარიღი უცნობია.

დღის ამბები