მეფე ლირის ახალი განსხვავებული დადგმა - შექსპირის ტრაგედია ახმეტელის თეატრის სცენაზე ცოცხლდება. სპექტაკლში მოქმედება თანამედროვე ეპოქაში ვითარდება, ლეგენდარული მეფის სევდიანი და შემზარავი ისტორია რეანიმაციაში იწყება.
ეს იქნება შექსპირის პიესის განსხვავებული, არატრადიციული დადგმა. რეჟისორის გადაწყვეტილებით, მოქმედება თანამედროვე სამყაროში ხდება და მეფე ლირიც ამ ეპოქის პერსონაჟია.
რეალური სამყაროს ანარეკლი, პრობლემები და ადამიანები ბოროტი განზრახვებით - არტისტებს, უკეთესი მომავლის მაძიებლებს, სურთ, რომ ამ სპექტაკლით საკუთარი დამოკიდებულება გადმოსცენ.
პრემიერა ახმეტელის თეატრში კი ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.