ძალა ერთობაშიას ერთ-ერთი სუბიექტის, ახალი საქართველოს პარტიული ყრილობა სასტუმრო ბილტმორში გაიმართება.
ყრილობაზე პარტიის ლიდერები მომხრეებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
პარტიაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრების ერთადერთი გზა ოპოზიციური სპექტრის საერთო იდეების გარეშე გაერთიანებაა, რომელიც ოლიგარქიულ მმართველობას არჩევნების გზით დაამარცხებს.
„ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ ახალ, პატიოსან, პრინციპულ და პროფესიონალ ადამიანებს და მთავარი მოტივი ამ მოძრაობის იქნება ის, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ერთიანობის იდეის ირგვლივ პარტიების შემოკრებას და ვფიქრობთ, რომ მივიღებთ კიდევ უფრო ძლიერ და დიდ გაერთიანებას, რომელიც აუცილებლად შეცვლის ხელისუფლებას. მე მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს, მის მრჩევლებს, რომ თუ არ გაითვალისწინებენ ხალხის სურვილს და მშვიდობიანად უარს არ იტყვიან ხელისუფლებიდან წასვლაზე, ისინი, უბრალოდ, ამით დააჩქარებენ ხელისუფლებიდან წასვლის პროცესს,“ - განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს პოლიტიკურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ.