ახალი საქართველოს წევრები, რიგით მეორე ყრილობისთვის ემზადებიან. “გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშიაში” შემავალი, ერთ-ერთი სუბიექტის შეხვედრა მხარდამჭერებთან და პარტიის წევრებთან, ზუსტად 14:00 საათზე, სასტუმრო "ბილტმორში" დაიწყება. დაგეგმილია რამდენიმე საკითხის განხილვა, მათ შორის, პარტიის ახალი სახეების წარდგენა. პარტიის მთავარი პოლიტიკური გზავნილი კი, ოპოზიციური სპექტრის საერთო იდეების გარშემო გაერთიანება და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ერთობლივი ძალებით დამარცხება იქნება.
„შევაფასებთ იმ განვლილ გზას 2016 წლიდან, რაც ჩვენ გავიარეთ. მეორე, გვექნება საუბარი იმ პრობლემებზე, რაც დღეს ქვეყანაშია. მესამე, გვექნება საუბარი ამის გადაწყვეტის გზებზე ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ფართო ოპოზიციური გაერთიანებაში „ძალა ერთობაშია“ „ახალი საქართველო“ და ვართ ერთ-ერთი ინიციატორები ამ გაერთიანების და ძალიან კონკრეტულად წარმოვადგენთ იმ ხედვას თუ სად არის გამოსავალი. გვაქვს კონკრეტული ფორმულა გამოსავლის, რომ ეს უბედურება, ეს გაჭირვება, ეს ივანიშვილის რაღაც კატასტროფა, რაც ქვეყანას არის მოხვეული, ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ,“-განაცხადა ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.