17 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
25 მარტს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს

25 მარტს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. საქართველოს   კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა და მრევლისთვის იქადაგა.

„განსაკუთრებული დღე, ისტორიული, რომელიც აღემატება ისტორიულ ფაქტს. 1500 წელი დასჭირდა, რომ ეცნო კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს ჩვენი ავტოკეფალია. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ავტოკეფალია სუფევდეს საქართველოში,“- ბრძანა პატრიარქმა.

საზეიმო წირვა ლოცვას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.

„საქართველოს სახელმწიფო მუდამ თავის ეკლესიის სიძლიერეს მიყვებოდა. როცა ეკლესია ძლიერი იყო, მაშინ იყო ძლიერი სახელმწიფო. ამდენად ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო, რომელიც რუსეთის იმპერიამ  1811 წელს გააუქმა. 1917 წლის 25 მარტს კი, ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია კვლავ აღიდგინა, თუმა წერილობით ეს დადასტურებული არ ყოფილა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მონდომებით მსოფლიომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.

დღის ამბები