ხაშურში, ყოფილი მეუღლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დუმილის უფლებას იყენებს.
დაჭრილის მდგომარეობა კი კვლავაც მძიმეა. ექიმი-რეანიმატოლოგი, მანუელა ფიფია ამბობს, რომ პაციენტმა საკმაოდ დიდი ოდენობის სისხლი დაკარგა.
„სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არის, თუმცა, დინამიკაზე არის დამოკიდებული პაციენტის მდგომარეობა როგორი იქნება. რა თქმა უნდა, მიყენებული ჭრილობების ფონზე არის ეს ყველაფერი განვითარებული. ვინაიდან იქ იყო ღვიძლია დაზიანება, კუჭი იყო დაზიანებული, ასევე, ფილტვი ყო დაზიანებული, შესაბამისად, დიდი რაოდენობის სისხლის დანაკარგიც არის და აქედან გმომდინარე, გვაქვს პოსტჰემორაგიული შოკიც,“ - განაცხადა მანუელა ფიფიამ.
შეგახსენებთ რომ შემთხვევა ხაშურში მოხდა. 33 წლის ქალს, მისმა ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ქალს დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები.