17 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
თავდამსხმელი, რომელმაც 50 წლამდე მამაკაცი დაჭრა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა, შესაძლოა, დაზარალებულის ბიზნეს პარტნიორი იყო

სისხლიანი დაპირისპირება ბათუმის ცენტრში - მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯერ შუა ხნის მამაკაცი დაჭრა, შემდეგ პოლიციის განყოფილებაში შევარდა, იარაღი მკერდზე მიიდო და გაისროლა.

"კურიერის" ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელმაც 50 წლამდე მამაკაცი დაჭრა, მისი ბიზნეს პარტნიორი იყო. დამნაშავე შუახნის მამაკაცს ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ზურგიდან დაესხა თავს და მას ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობა. შემთხვევის შემდეგ, დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში თავად წავიდა.

თავდასხმის შემდეგ, თავდამსხმელი მამაკაცი, ამავე ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობაში შევიდა და განაცხადა, რომ მან რამდენიმე წუთის წინ მამაკაცი დაჭრა, რის შემდეგაც, გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიიყენა. ამის შემდეგ, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

დაშავებულების მდგომარეობა, ამ დროისთვის სტაბილურია, ორივე მათგანი საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას აგრძელებენ.  

როგორც 50 წლამდე მამაკაცის ექიმი აცხადებს, მან არ იცის, ვის შეიძლება მიეყენებინა მისთვის ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა.

„აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა, მარჯვენა ბეჭის არეში. პაციენტი გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, გაუკეთდა ჭრილობების რევიზია, დათვალიერება რის შემდეგაც გადაყვანილი იქნა პაციენტი ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც მიმდინარეობს დაკვირვება და მკურნალობა. მისი გადმოცემით, ქუჩაში მიმავალს მოესმა გასროლის ხმა, რა დროსაც იგრძნო ტკივილი და მოვიდა ჩვენთან,“ - აცხადებს ექიმი.

 

დღის ამბები