ნატო-ს კარი საქართველოსთვის ისევ ღიაა, თუმცა ალიანსში შესასვლელი გზა დემოკრატიულ არჩევნებზე და ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებაზე გადის. ნატო-ს გენერალური მდივანი ეუთო-ს შეფასებაზე დაყრდნობით ღიად ამბობს, რომ ქვეყნის ალიანსთან დაახლოების პერსპექტივა, სწორედ საარჩევნო მიმართულებით განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზეა დამოკიდებული. "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ალიანსის ლიდერს არ დაუმალავს, რომ მთავრობა მშვიდობიანად ხალხის ნების შესაბამისად უნდა შეიცვალოს და ამ პროცესში ოპოზიციის სრულყოფილ ჩართულობაზე საუბრობს.
ალიანსი არ აფასებს არჩევნების შედეგებს. არც იმას თუ როგორ ჩატარდა. ეს ეუთო-ს საქმეა, მაგრამ ვითვალისწინებთ რასაც ისინი ამბობენ. მათ შეფასებაში ხაზგასმულია, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია. რადგან სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ნებისმიერი დემოკრატიის ბირთვია. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად იმუშაონ და შეეცადონ გადალახონ უთანხმოებები ვინაიდან საჭიროა ორივე მხარემ დემოკრატიის ფუნქციონირება კარგი გახადოს. მთავრობის შეცვლა ნებისმიერი დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. დემოკრატიის და არჩევნების ჩატარების მთავარი არსი ის არის, რომ ხალხი წყვეტს ვინ იქნება მთავრობაში. ხალხს ასევე აქვს უფლება მთავრობა შეცვალოს. მშვიდობიან გადაბარებას არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ნატო ეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, პიროვნების თავისუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეასრულოს ეუთოს რეკომენდაციები. ეს რა თქმა უნდა მთავრობის პასუხისმგებლობაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა და დაეხმაროს აუცილებელი რეფორმების გატარებაში,“-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.