17 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
მთაწმინდაზე წმინდა მიხეილ ტვერელის ტაძართან მძიმე ტექნიკა მუშაობს - ეკლესიას განადგურება ემუქრება  

კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელსაც განადგურება ემუქრება - მთაწმინდაზე წმინდა მიხეილ ტვერელის ტაძრის საძირკველი და კედლები დღითიდღე უარეს მდგომარეობაშია. მძიმე ტექნიკა პირდაპირ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საძირკველთან მუშაობს და ყოველ დღეს სულ უფრო მეტად უახლოვდება. ადგილობრივები შიშობენ, რომ ერთ დღეს ეკლესია ჩამოინგრევა.

მშენებლობის ნებართვა მთაწმინდის მთაზე, კახი კალაძის მერობის დროს 2018 წლის აპრილში გაიცა, მანამდე კომპანია „ემ კა დეველოპმენტს“ იქ მშენებლობაზე უარი დავით ნარმანიამ უთხრა. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ მერმა ტვერელის ეკლესიის მიმდებარედ მშენებლობას მწვანე შუქი, პირადი ინტერესების გამო აუნთო.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, მთაწმინდის მთაზე 4 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი იქნება. „ემ კა დეველოპმენტში“ ამბობენ, რომ მშენებლობის ნებართვა არა ლობირებით, არამედ კანონის სრული დაცვით მოიპოვეს.

ტვერელის ეკლესიის საძირკველთან მძიმე ტექნიკის მუშაობას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხალხი სოციალურ ქსელში აქციებს აანონსებს და წერს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მერია ძირს უთხრის. მოქალაქეები ტაძრის ფიზიკურად დაცვასა და სადღეღამისო მორიგეობის დაწესებაზე ფიქრობენ.

ავტორი: ნოდარ რუხაძე. 

 

 

დღის ამბები