19 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, ზურაბ აბდუშელიშვილი, უზბეკეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა

უზბეკეთში საქართველოს ელჩად ზურაბ აბდუშელიშვილი დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის სახელი არაერთ გახმაურებულ სკანდალს უკავშირდება.

სწორედ აბდუშელიშვილი იყო ერთ-ერთი, რომელიც მთავრობის სახელით ზაზა ოქუაშვილის მოსყიდვას და მრავალმილიონიანი კონტრაქტებით მის გაჩუმებას ცდილობდა.

პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი კი აბდუშელიშვილის გამოცდილებაზე ამახვილებს ყურადღებას. 

„ბატონ აბდუშელიშვილს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, კარგად იცნობს ამ კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკას და სწორედ ამ ქვეყანასთან ურთიერთობიდან გამომდინარე და მოთხოვნებიდან გამომდინარე შეირჩა აღნიშნული კადრი ამ პოზიციაზე,“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

დღის ამბები