17 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
"დე"- დათო ევგენიძის ლექსების ახალი კრებულის პრეზენტაცია

"დე"- ასე ჰქვია დათო ევგენიძის ლექსების ახალ კრებულს. პრეზენტაცია დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ-"ლიგამუსში" გაიმართა. 

დათო ევგენიძემ ლექსების კრებული "დე", დედის ხსოვნას მიუძღვნა. ავტორმა წიგნის შექმნის ისტორიაზე, მის ინსპირაციებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ეს წიგნი დედას ეძღვნება. ჩემი სახელი და გვარი რომ ავიღოთ დათო ევგენიძე, „დ“ წერტილი „ე“ ასე ვაწერდი ჩემს ლექსებს და დედის წასვლის შემდეგ უცებ მივხვდი, რომ წერტილი მოვაცილე და გავხდი „დე“. ერთად გაერთიანდა დეც, დაც და დათო ევგენიძეც. მადლობა გია ჯოხტაბერიძეს პირადად და იმ ჯგუფსაც ვინც მუშაობდა. ორი კონცერტი მექნება წელს, ერთი სიმფონიური კლასიკური ჩემი ნაწარმოებების ბალეტის სივიტა იქნება და კიდევ პლანეტები იქნება გახმოვანებული და მეორე ჩემი სიმღერების კონცერტი," - განაცხადა მუსიკოსმა.

დღის ამბები