17 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
ხმაური ტაქსის მძღოლების აქციაზე - პოლიციამ დაუმორჩილებლობის ბრალდებით აქციის მონაწილე დააკავა 

პოლიციასა და ტაქსის მძღოლებს შორის რუსთაველზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. მისი დაკავება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„მოხდა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის შეფერხება რაზეც ჩაერთო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.  მოუწოდეს მათ გზის გახსნისკენ. ერთ-ერთი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც მოხდა მისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით დაკავება, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას,“-განაცხადა პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო რაც ტაქსის მძღოლებმა გზის გადაკეტვა სცადეს. აქციის მონაწილის დაკავება ადგილზე მყოფმა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა გააპროტესტეს. გიორგი გუგავას განცხადებით, აქციის მონაწილეებს მანიფესტაციის უფლება ჰქონდათ რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. საპატრულო პოლიციაში კი აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეებმა დაარღვიეს მართლწესრიგი, როდესაც გზის გადაკეტვა სცადეს.

ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას დილიდან მართავენ. ისინი ტაქსებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების 2025 წლამდე გადავადებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორის არის მანქანების თეთრად შეღებვის ვალდებულების გადაწევაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები