19 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
„ლანძღვა-გინებასა და ჭორაობაზე აღარ ვაპირებ კომენტარების კეთებას" - მდინარაძემ რიტორიკა შეცვალა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რიტორიკა შეცვალა. მამუკა მდინარაძის თქმით, აღარ აპირებს, რომ ყოფილ და მოქმედ თანაგუნდელებს შორის არსებულ დაპირისპირებაზე განმარტებები გააკეთოს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოში ჭორაობასა და ლანძღვა-გინებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები საკეთებელი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი ეწინააღმდეგებოდა, რომ ეკა ბესელია საარჩევნო სიაში მოხვედრილიყო.

დაკავშირებული სურათი „ლანძღვა-გინებაზე, ჭორაობაზე და მსგავს საკითხებზე ნამდვილად აღარ ვაპირებ კომენტარების კეთებას იმიტომ, რომ ამ პარლამენტში არის გაცილებით სერიოზული და სხვა საქმე საკეთებელი, უამრავი გამოწვევაა, უმრავი პრობლემა აქვთ მოქალაქეებს, რომლებიც მათ შორის საკანონმდებლო გადაწყვეტით უნდა მოგვარდეს. აქედან გამომდინარე, დეტალებში აღარ ჩავალ. ბიძინა ივანიშვილი მაშინ პარტიის საქმიანობაში აქტიურად არ იყო ჩართული, ამიტომ მოხდა გაცხადება ჩვენი მხრიდან, რომ ის შემოიფარგლა მხოლოდ რჩევით,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის მიერ ბესლიასთვის შეცდომით გაგზავნილ სმს შეტყობინებასთან დაკავშირებით განცხადება დეპუტატმა ნინო წილოსანმაც გააკეთა. მმართველი გუნდის წევრმა დაადასტურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ნათქვამი, რომ მესიჯის ადრესატი რეალურად ნინო წილოსანი იყო, თუმცა შეცდომით ყოფილ თანაგუნდელს გაუგზავნა.

წილოსანის განცხადებით, გზავნილი იყო იმ განცხადებების კრებული, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების მხრიდან უკვე გაჟღერებული იყო.

დაკავშირებული სურათი„ჩემთვის გასაგებია, რომ ამ კუთხით მიჰყავთ საუბარი, რომ თითქოს, ეს იყო მესიჯები. არც დროში ემთხვევა დილით ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ მესიჯებს და შემდეგ 4 საათზე მამუკას მხრიდან გადმოგზავნილ მესიჯებს. ეს ყო კრებულ იმ პოზიციების, რომელიც ჩვენი გუნდის წევრებს ჰქონდათ დაფიქსირებული ამ მოცემულობასთან დაკავშირებით. მე შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავ ინსტრუქციებზე საუბრისას, ასევე ვერ მივაყენებ შეურაცხყოფას ვერცერთ ჩემს თანაგუნდელს. ამიტომ, ამ თემაზე ვერაფერს სხვას ვერ გეტყვით,“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები