17 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ვეთანხმები, მე ნამდვილად მაქვს "გიგანტომანია" იმ საქმეში, რასაც ვემსახურები - რაჭველი გიორგაძეს პასუხობს 

სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელსა და კულტურის მინისტრის მოადგილეს შორის დაპირისპირება გრძელდება. ნიკოლოზ რაჭველი მიხეილ გიორგაძის "გიგანტომანიასთან" დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა და მინისტრის მოადგილე საკუთარი ბიზნეს ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

„კი და ვეთანხმები, მე ნამდვილად მაქვს "გიგანტომანია" იმ საქმეში, რასაც ვემსახურები. მე ყოველთვის მინდა, რომ გიგანტური იყოს ის რეზონანსი, რაც თითოეულ ჩემს კონცერტს, ჩვენი ორკესტრის გამოსვლას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოჰყვება, ჰყვება ხოლმე და უნდა მოჰყვეს,“ - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

ნიკოლოზ რაჭველ მიხეილ გიორგაძემ უპასუხა. კულტურის მინისტრის მოადგილე რაჭველის განცხადებას სპეკულაციას უწოდებს და კონსტრუქციული პროცესის ნაცვლად დაპირისპირების გაგრძელების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტები ბევრი მილიონი ევროთი დიახ უფრო ნაკლები არის, ვიდრე ვარშავაში თუ პრაღაში ჰამბურგში თუ პარიზში თუ სადღაც კიდევ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები. მაშინ გავჩერდეთ და ნუ გავაკეთებთ ნურაფერს სანამ თითოეულ პროექტზე ას-ასი მილიონი ევრო არ გვექნება ამ ქვეყანაში. ჩემთვის ეს მიდგომა არის მიუღებელი, მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით და ძალიან გული მწყდება, რომ საქმიანი კონსტრუქციული პროცესის მაგივრად ჩვენ საბოლოო ჯამში 3 წლის თავზე ვიგებთ აი ასეთ დაპირისპირებას,“ - აცხადებს მიხეილ გიორგაძე.

დღის ამბები