19 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
2012 წელს ჩემს ქვეყანაში რუსებმა ზუსტად იგივე გააკეთეს, რაც მალერის გამოძიებამ დაადგინა აშშ-ს შემთხვევაში - მიხეილ სააკაშვილი  ​

მიხეილ სააკაშვილი Fox news-ის სტუდიის სტუმარი იყო. ამერიკული გავლენიანი ტელეარხის ინტერვიუ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, შეეხებოდა მალერის კომისიის საგამოძიებო დასკვნას და საქართველოში 2012 წლის არჩევნებში რუსულ გავლენებს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსებმა იგივე გააკეთეს საქართველოში, რაც მალერის საგამოძიებო კომისიამ დაადგინა შეერთებული შტატების შემთხვევაში. მისვე თქმით, რუსეთი 2012 წლის არჩევნების დროს საქართველოში დეზინფორმაციის მასობრივ კამპანიას ეწეოდა.

Image result for მიხეილ სააკაშვილი"2012 წელს ჩემს ქვეყანაში გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები ჩატარდა. რუსებმა ზუსტად იგივე გააკეთეს, რაც მალერის გამოძიებამ დაადგინა შეერთებული შტატების შემთხვევაში. რუსები ეწეოდნენ დეზინფორმაციის მასობრივ კამპანიას, კამპანიას სოციალურ მედიაში, გატეხეს ჩვენი კომპიუტერები, სატელეფონო სისტემები. ჩვენ მივმართეთ ოფიციალურ პირებს ყველა დონეზე. პერმანენტულად ვხვდებოდი ჰილარი კლინტონს. მან იცოდა ამის შესახებ. ვახსენე ობამასთან, მის უახლოეს მრჩევლებთან და ყველა ოფიციალურ პირთან ვაშინგტონში, ვისაც ვხვდებოდი, რადგან ვხედავდით, რომ რუსეთი ნამდვილად არ იყო ბედნიერი. ის გაბრაზებული იყო ორი მიზეზის გამო, რომ საქართველო ძალიან წარმატებული ქვეყანა და პროგრესული პროგრესული დემოკრატია იყო. როდესაც დონალდ ტრამპი საქართველოში ჩამოვიდა, ის არ იყო პრეზიდენტობის კანდიდატი. მან თქვა, რომ მოხიბლული იყო და ინვესტიციებს დებდა საქართველოში. ჩვენ გვყავდა მეგობრები ორივე მხარეს. მაგრამ არა მოსკოვში. პრობლემა ის იყო, რომ რუსეთმა გადასცა ორი მილიარდი დოლარი გაზპრომის უმსხვილეს კერძო აქციონერს ბიძინა ივანიშვილს რომელიც კამპანიას ატარებდა ჩემს წინააღმდეგ. როდესაც ამის შესახებ ვაშინგტონში ვთქვი, მითხრეს რომ პარანოიდები ვიყავით. გვიბიძგებდნენ მეტი სივრცე დაგვეთმო ამ რუსი ოლიგარქისთვის. მოგვიანებით გავარკვიე მიზეზი. არსებობდა ორი ადამიანი კლინტონის ადმინისტრაციის დროს გერმანიაში ამერიკის ელჩი ჯონ კორნბლუმი და კლინტონის ფონდის ხელმძღვანელი სიდ ბლუმენტალი. ახლა ფაქტებით ვიცით, რომ კორნბლუმი დაიქირავა ივანიშვილმა რუსული ფულით. მან გაუგზავნა ჰილარი კლინტონს წერილი, რომელშიც ეწერა: გთხოვთ შეაჩეროთ სააკაშვილის მხარდაჭერა, რადგან ის საქართველოს კავკასიურ კუბად გადააქცევს, და რომ ამერიკის აზრიანი თანამშრომლობა რუსეთთან შეუძლებელი გახდებოდა. არსებობს ასეთი გამოთქმა, ნუ აწყენინებ ირანს ისრაელის მხარდაჭერით. დიდი უსამართლობაა, როდესაც შენს მოკავშირეებს მტრის დასამშვიდებლად მათ ავტობუსში სვამ,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები