14 ივლისი 2020,   06:01
ვრცლად
ქურდობა ახალქალაქში - წაღებულია ფული და ოქროს ნივთები 

ქურდობა ახალქალაქში - jnews-ის ინფორმაციით,  27 მარტს დამნაშავეები სანაპიროს 55 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ.

goxutyun6გამოცემის ცნობით, წაღებულია ფული და ოქროს ნივთები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ ქორწილიდან დაბრუნებულებს სახლი გაქურდული დახვდათ. ძირს ეყარა ტანსაცმელი და ნივთები.  ოჯახის წევრების თქმით, სავარაუდოდ დამნაშავეებს სახლში შესვლა წინასწარ დაგეგმილი ჰქონდათ. მათ იცოდნენ იმის შესახებ, რომ ოჯახი ქორწილში მიდიოდა.

goxutyun4არსებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა სახლში ფანჯრიდან შეაღწიეს.

გამოცემა წერს, რომ 2017 წლის შემდეგ ახალქალაქში არაერთი სახლი გაქურდეს, თუმცა დანაშაულის უმეტესობა დღემდე გამოუძიებელია.

დღის ამბები