13 აგვისტო 2020,   21:06
ვრცლად
ნატოს უპრეცედენტო სამხედრო სწავლება თბილისში - წვრთნებში 30- მდე ქვეყნის 350 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს

ნატო-საქართველო 2019 - თბილისში უპრეცედენტო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება მიმდინარეობს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საშტაბო-სამეთაურო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებმა დაგეგმა. სწავლება ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრში ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში 30- მდე ქვეყნის 350- მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს

სწავლების  სცენარის მიხედვით ქვეყანაში სადაც მძიმე ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისია, ნატო ვითარების გამოსწორებას ცდილობს. სამშვიდობოებს ჯარი ეხმარება, თუმცა ვითარების ესკალაციას ადგილობრივი ბანდფორმირებები ცდილობენ. რეალობასთან მიახლოებულ სიმულაციაში სამი ძირითადი შტაბი მონაწილეობს. დივიზიიდან ვირტუალურ მითითებებს ბრიგადა, მათგან კი დავალებას ბატალიონი იღებს.

სცენარის მიხედვით, პროცესებში აქტიურადაა ჩართული მედიაც - ყველა ინციდენტზე სათანადო გამოხმაურებით.

დღის ამბები