17 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
ჯგუფ "ნიუტონის" წევრი თამარ ბაბილუა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა

ჯგუფ ნიუტონის წევრი თამარ ბაბილუა ხანგძლივი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. 32 წლის ბაბის ექიმებმა სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის წინ დაუსვეს. მას შემდეგ მომღერალმა რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი კურსი ჩაიტარა, თუმცა პროცესის შეჩერება ვერ მოხერხდა.

მძიმე სენის მიუხედავად ჯგუფში სიმღერა არ შეუწყვეტია. პირველი ოპერაციის შემდეგ კვლავ განაგრძო მუსიკალური კარიერა და რეკორიდიც დაამყარა. 25 საათის განმავლობაში ფორტეპიანოზე შეუსვენებლად უკრავდა.

ბაბის, რომ მკურნალობის გაგრძელება შეძლებოდა, მისმა მეგობრებმა არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს. ნიჭიერი მუსიკოსი და გამორჩეულად კარგი ადამიანი, რომელმაც ყველას ბრძოლის მაგალითი მისცა - ასე იხსენებენ მას მეგობრები და სჯერათ, რომ ბაბის მუსიკა ყოველთვის იცოცხლებს.

ერთ-ერთი ბოლო კომპოზიცია რამდენიმე თვის წინ დაწერა. სცენაზე კი იდგა მანამ, სანამ მისი მდგომარეობა არ დამძიმდა. ჯგუფ ,,ნიუტონის’’ წევრები ჰყვებიან, რომ ბაბი რეპეტიციებზე მაშინაც კი დადიოდა, როცა ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა.

ბაბი ჯგუფ ნიუტონთან ერთად ჩართული იყო "რუსთავი 2"-ის პროექტ ,,მხოლოდ ქართულშიც", სადაც კონკურსანტებს მუსიკალურ აკომპანიმენტს უწევდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები