19 ნოემბერი 2024,   09:22
ვრცლად
"გაფიცვის დღიდან დაიწყო საზოგადოების მოტყუება" - ოპოზიცია გაფიცული სოც.მუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია ჯანდაცვის სამინისტროსგან, გაფიცული სოციალური მუშაკების მოთხოვნების სრულად შესრულებას მოითხოვს. ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და სწორედ სოციალურ სამსახურში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. 

დეპუტატების კითხვებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე უპასუხებს. სხდომას გაფიცული სოციალური მუშაკებიც ესწრებიან.   

ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ჯანდაცვის უწყებამ უნდა გაითვალისწინოს გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები და ასევე, დაიცვან ბენეფიციარების უფლებები.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ უწყებას სოც.მუშაკების გაფიცვამდე ჰქონდა ინფორმაცია მათი მოთხოვნების შესახებ, თუმცა არაფერი მოიმოქმედა.

ელენე ხოშტარია-ის სურათის შედეგი„გაფიცვის დღიდან დაიწყო საზოგადოების მოტყუება, რომ თითქოს გაფიცვა პრობლემას არ უქმნის ბავშვების უფლებების დაცვას და ბოლომდე ეჭიდავება და ჯინში უდგას ამ ადამიანებს. დღეს მაინც, ამ კომიტეტზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ყველა ის აუცილებელი და მწვავე საკითხი გადაჭრას, რაც დღეს დგას. ეს არის ტრანსპორტის საკითხი, ეს არის საჭირო რაოდენობის სოც.მუშაკების დამატების საკითხი, ეს არის ფსიქოლოგების საკითხი და ეს არის, მათ შორის, ხელფასის საკითხი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სოც.მუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ბექა ნაცვლიშვილიც. "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი ამბობს, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები საკმაოდ მინიმალურია და ისინი აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ბექა ნაცვლიშვილი-ის სურათის შედეგი„ეს არის მინიმალური მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც სოციალურ მუშაკებს შეეძლებათ მომავალში, უბრალოდ, თავიანთ პასუხისმგებლობას გაართვან თავი, თავის გართმევაზეა აქ საუბარი... მთავარი არის, რომ ეს მინიმალური მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ან სულ მინიმუმ, თუ ამას სჭირდება ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე რაღაც ვადები, ამ ვადებზე იყოს კონკრეტული პირობა,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მმართველ გუნდში კი ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებენ და ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემების აღმოფხვრის მიზნით ყველაფერს აკეთებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე აცხადებს, რომ გაფიცული სოც.მუშაკების ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას - ხელფასების ზრდას ჯანდაცვის მინისტრო მომავალ წლამდე ვერ შეძლებს.

სოფო კილაძე-ის სურათის შედეგი„ჯანდაცვის სამინისტროს რაც არ აქვს საბიუჯეტო ასიგნემების ფარგლებში, ბუნებრივია, იმას ვერ გააჩენს 2019 წელს. ამიტომ, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ იმ რესურსებიდან, რომელიც აქვს ჯანდაცვის სამინისტროს,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

ჯანდაცვის მინისტრსა და სოცმუშაკებს შორის გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმება ნაწილობრივ შედგა. თუმცა, გაფიცვა კვლავ გრძელდება. ჯანდაცვის მინისტრი რამდენიმე დათმობაზე  წავიდა - სოციალურ მუშაკებს ბიუროკრატიული ვალდებულებებს შეუმცირებენ, ეყოლებათ მანქანები სწრაფი რეაგირებისთვის და დაემატებათ 50 ახალი თანამშრომელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები