21 იანვარი 2025,   12:59
ვრცლად
სოციალური მუშაკების და დავით სერგეენკოს შორის შეთანხმება არ შედგა - გაფიცვა გრძელდება
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      გაფიცვის მეოთხე დღე და პირველი მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა - სოცმუშაკებსა და ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს შორის შეთანხმება არ შედგა.

      მინისტრთან გამართული 3-საათიანი დისკუსიის მიუხედავად, გაფიცვა გრძელდება. დახურულ კარს მიღმა, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა მოლაპარაკება და შეთანხმება მხოლოდ ნაწილობრივ შეძლეს. საპროტესტო მოთხოვნების ნაწილი კვლავ ღიად რჩება.

      ჯანდაცვის მინისტრი დღეს რამდენიმე დათმობაზე წავიდა. სოციალურ მუშაკებს ბიუროკრატიული ვალდებულებებს შეუმცირებენ, ეყოლებათ მანქანები სწრაფი რეაგირებისთვის და დაემატებათ 50 ახალი თანამშრომელი.

      ვერ შეთანხმდნენ ხელფასზე, მინისტრი ანაზღაურების გაზრდას მომავალი წლიდან ჰპირდება, გაფიცულები კი დაუყოვნებლივ ითხოვენ. თუმცა ბოლო ხელფასის პუნქტი შესაძლოა, დათმონ და გადაწყვეტილებას გადახედონ.

      შეხვედრის შემდეგ გაფიცულებმა მინისტრს სთხოვეს ზეპირად გაცემულ დაპირებებს დოკუმენტის სახე მისცეს.

      სამსაათიანი მძიმე შეხვედრა, მინისტრმა ოპტიმისტური პროგნოზით დატოვა, სჯეროდა, რომ გაფიცული სოცმუშაკები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ.

      ჯანდაცვის მინისტრს ყოფილი პოლიტიკური თანაგუნდელები პარლამენტში იბარებენ. საგანგებო ბრიფინგზე დეპუტატებმა დავით სერგეენკოს რეფორმა ჩავარდნილად გამოაცხადეს.

      დაუბრუნდება თუ არა 200 სოციალური მუშაკი მომავალი კვირიდან სამუშაო ადგილს, ეს თავადაც არ იციან. ამბობენ, რომ გეგმებს იმის მიხედვით გადახედავენ, როგორც წარიმართება დამსაქმებლებთან დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი.

      დღის ამბები